ეგვიპტეში არეულობები კიდევ რამდენიმე ქალაქს მოედო.
როგორც "იტარ-ტასი" იუწყება, ქაიროსა და სუეცის გარდა არეულობებია ისმაილსა და ალექსანდრიაში. ოპოზიციამ მომხრეებს მოუწოდა, აქციები დღეს საღამოს, ლოცვის შემდეგ გამართონ.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციას ჰოსნი მუბარაქის მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, მოჰამედ ელ ბარადეი შეუერთდა. ის ეგვიპტეში ავსტრიიდან ჩავიდა, რათა დემონსტრაციებში მიიღოს მონაწილეობა. ბარადეი მზად არის ეგვიპტის დროებით მთავრობას უხელმძღვანელოს. ბარედეის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქაიროს აეროპორტში საგანგებო რეჟიმი შემოიღეს.