თურქულმა გაზეთმა "ვატანმა" რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის 53 მეტრიანი იახტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იახტა 30 მლნ ევრო დაჯდა.
იახტა სახელად "ნეო ფანი" თურქეთშია დამზადებული. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მდივნის, ვიქტორ ხრეკოვის განცხადებით, მედვედევმა მართლაც შეიძინა იახტა, მაგრამ ხრეკოვმა მისი ფასის გამჟღავნებაზე უარი განაცხადა. მისივე თქმით, მედვედევს იახტა საპრეზიდენტო საქმიანობისთვის სჭირდება, ამასთანავე ის მეორადია და ქვეყნის ბიუჯეტი დიდად არ დაზარალებულა. "იახტაზე ყველაფერია გათვალისწინებული, რაც პრეზიდენტს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად სჭირდება".
იახტას 6 VIP-კაიუტა აქვს და 11 სტუმარზეა გათვლილი, მომსახურე პერსონალის რაოდენობა 12-ს შეადგენს. ის 2009 წელს პაოლო კალიარის პროექტის მიხედვით აშენდა, დიზაინი კი ჟან ვერჟეს ეკუთვნის. მისი 1 კვირით დაქირავება თურქეთის სარეკლამო საიტებზე დაყრდნობით, 285 000 ევრო ჯდება.
იახტის შესახებ ინფორმაციის გახმაურება რუსეთის პრეზიდენტის დავოსში ჩასვლას დაემთხვა, სწორედ იქ დახვდა მას თავისი ახალი იახტა.
მომზადებულია vedomosti.ru-ს მიხედვით.