ეგვიპტის ხელისუფლებამ მობილურ ოპერატორებს კავშირის გაწყვეტა უბრძანა

ეგვიპტის ხელისუფლებამ მობილურ ოპერატორებს კავშირის გაწყვეტა უბრძანა

ეგვიპტის ხელისუფლებამ მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კავშირის გაწყვეტა უბრძანა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული "Guardian" ავრცელებს.

კომპანია "Vodafone"-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეგვიპტის კანონმდებლობის მიხედვით, ხელისუფლებას აქვს მსგავსი ბრძანების გაცემის უფლება და კომპანიაც ვალდებულია, დაემორჩილოს.

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში პოლიციასა და ათასობით დემონსტრანტს შორის შეტაკება მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ეგვიპტის პრეზიდენტი ხოსნი მუბარაქის გადადგომას ითხოვენ.

მობილურ კავშირთან ერთად ეგვიპტეში გათიშულია ინტერნეტიც.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა