ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში პოლიციასა და დემონსტანტებს შორის მიმდინარე შეტაკებას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათეულობით კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ რადიო "ეხო მასკვი" იუწყება.
ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დემონსტანტების დასაშლელად პოლიცია ცრემლსადენ გაზს იყენებს, თუმცა სატელევიზიო არხ "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, ხალხის ტალღა ქალაქის ცენტრისკენ მოძრაობას მაინც განაგრძობს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დემონსტანტების რამდენიმე ჯგუფი უკვე პრეზიდენტ ხოსნი მუბარაქის რეზიდენციის ფანჯრებთანაც გამოჩნდა.
ცოტა ხნის წინ პოლიციამ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ელ-ბარადეი დააკავა. ის ვენიდან სპეციალურად აქციებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
პოლიციისა და დემონსტანტების შეტაკების დროს დააკავეს და სცემეს 4 ჟურნალისტი, მათ შორის ერთ-ერთი "ბი-ბი-სი"-ს რეპორტიორი იყო. მოგვიანებით კორესპონდენტები გაათავისუფლეს.
ტელეარხი "ალ-ჯაზირა" ეგვიპტური თანამგზავრიდან გათიშულია, დემონსტრაციების გაგრძელების ფონზე პოლიტიკოსები მუბარაქს დათმობისკენ მოუწოდებენ.
ეგვიპტის სენატორმა მუსტაფა ალ-ფაკიმ პრეზიდენტს მოუწოდა, მოსახლეობას მიმართოს. მანვე აღნიშნა, რომ "უსაფრთოხების ზომების მიღებით პრობლემების გადაწყვეტა უკვე შეუძლებელია".
კაიროს პარალელერად დემონსტრაციები მიმდინარეობს ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც. სიდიდით მეორე ქალაქ ალექსანდრიაში შეტაკებები ლოცვის დროს შეწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ "The Guardian" ორგანიზაცია "Human Rights Watch"-ის წარმომადგენლის ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.