რატომ "გამოიქცა" მარკუს მეტრეველი საბერძნეთიდან

რატომ "გამოიქცა" მარკუს მეტრეველი საბერძნეთიდან

მარკუს მეტრეველი არც ისე დიდი ხანია, რაც ქართულ შოუბიზნესში გამოჩნდა, მაგრამ მსმენელების გული უკვე მოინადირა. როგორც მომღერალი ამბობს, მას უამრავი გეგმა აქვს, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ქართულ შოუბიზნესს აუცილებლად გამოაცოცხლებს.

მარკო მეტრეველი:

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში სიტუაცია აირია, ჩემმა მშობლებმა ყველაფრის მიტოვება და საბერძნეთში წასვლა გადაწყვიტეს. 7-8 წლის ვიქნებოდი, როცა თბილისში ტანკი დავინახე და მახსოვს, ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მას ქილებს, ქვებს, ბოთლებს ვესროდით... სკოლა საბერძნეთში დავამთავრე, მერე კი საქართველოში დავბრუნდი და სამხედრო აკადემიაში ჩავაბარე. მეოთხე კურსზე გახლდით, როცა ისევ საბერძნეთში გამგზავრება და მომღერლის კარიერის აწყობა გადავწყვიტე. საბერძნეთში "ფეშენ" და მუსიკალური აკადემია დავამთავრე, რომლის ხელმძღვანელი ჯული მასინო გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ ბერძნული შოუბიზნესი ამ ქალბატონმა განავითარა. საზოგადოებასთან ურთიერთობა და ისიც, თუ როგორი უნდა იყოს ჩამოყალიბებული მომღერალი, აკადემიაში ვისწავლე. ხშირად მეკითხებიან, - თუ საბერძნეთში ასე დაიხვეწე, საქართველოში რაღა გინდოდაო? მერწმუნეთ, მას მერე, რაც აკადემია დავამთავრე, წამყვანი ბერძენი პროდიუსერებისგან ბევრი კარგი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე და ცხადია, კარიერის აწყობის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ისინი მხოლოდ ჩემი მუსიკალური ნიჭით არ იყვნენ დაინტერესებულნი, რომ ჩემ მიმართ სხვა, პირადი დაინტერესებაც ჰქონდათ, ყველაფერზე უარი ვთქვი. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ ღირსებას ფულსა და პოპულარობაზე გაყიდის. მირჩევნია, ჩემი შემოქმედება პატარა საქართველოში გავაცნო ხალხს, ვიდრე გრანდიოზულ შოუბიზნესში ვიღაცის მონა ვიყო... ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, მაგრამ რადგანაც განსხვავებული იმიჯი მაქვს, ყველას ჰგონია, რომ "სხვანაირი" ვარ და მწარედაც ცდებიან. თავისუფალი, დემოკრატი ადამიანი გახლავართ და მართლა "სხვანაირი" რომ ვიყო, არც ამის აღიარება გამიჭირდებოდა!

- როგორც ვიცი, 2 წლის წინ საბერძნეთში, კონკურს "იქს-ფაქტორში" მონაწილეობდი...

- დიახ და სწორედ ამ კონკურსის შესარჩევ ტურზე გავიცანი ჩემი დუეტპარტნიორი - ნინი შერმადინი. როცა გავიგე, რომ ქართველი იყო, მასთან მივედი, ანკეტა შევავსებინე და ვუწინასწარმეტყველე, - კონკურსში აუცილებლად მოხვდები-მეთქი. ასეც მოხდა. მე კი პროექტში შესვლისას კვარტეტში სიმღერა შემომთავაზეს, სოლისტი უნდა ვყოფილიყავი. ამ წინადადებას დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ვიცოდი, ჯგუფი მალევე დაიშლებოდა... უკვე 16 კონკურსანტს შორის ვიყავი, როცა სამშობლოში ჩამოსვლა გადავწყვიტე და პროდიუსერს ვუთხარი, რომ უკეთესი იქნებოდა, პროექტი პირველ "ლაივამდე" დამეტოვებინა, რადგან შუა კონკურსის დროს ჩემი წამოსვლა არც იმ გუნდს წაადგებოდა.

- საქართველოში ჩამოსულმა ყველაფერი ნულიდან დაიწყე?

- არა, ასე არ ყოფილა! საქართველოში პირველად ჯერ კიდევ 15 წლის წინ ვიმღერე; ჩემი კლიპი, რომელიც სიმღერაზე - "თავისუფლება" გადავიღე, გადაცემა "კომუნიკატორმა" და "მელომანიამ" დაატრიალა. ჩემმა სიმღერებმა ეთერში მხოლოდ 1 თვის განმავლობაში იტრიალა, მერე კი აქედან ისევ საბერძნეთში წავედი... მოკლედ, საქართველოში ბევრი ახლო მეგობარი მყავდა, ბევრ მომღერალსაც ვიცნობდი და შესაბამისად, მუშაობა ნულიდან ნამდვილად არ დამიწყია.

- დღეს როგორ შეაფასებ ქართულ შოუბიზნესს?

- ქართულ შოუბიზნესს განვითარება ესაჭიროება. ძალიან ბევრი ნიჭიერი მომღერალი გვყავს, მაგრამ მათ უმეტესობას კომპლექსი აქვს, სცენაზე ცეკვა არ შეუძლია; არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემების მქონე ბიჭები ცდილობენ, სცენაზე არასექსუალურები იყვნენ. ეს იცით, რისი ბრალია? თუ ქართველი მამაკაცი სცენაზე სექსუალურად იცეკვებს, ის შეიძლება, ორიენტაციაარეულად მიიჩნიონ... სცენაზე გამოსვლისას მხოლოდ პირის გაღება არ კმარა. მსოფლიო დონის მომღერლებს რომ დავემსგავსოთ, ამისთვის დიდი მუშაობაა საჭირო. რამდენიმე ქართველი მომღერალი ცდილობს, იყოს დახვეწილი და სიმართლე გითხრათ, ეს კარგადაც გამოსდით.

- სამომავლო გეგმებზე რას მეტყვი?

- მალე ჩემი და ნინა წკრიალაშვილის კლიპის პრეზენტაცია შედგება და საზოგადოება ჩვენი ნამუშევრის შეფასებას შეძლებს. ბევრი სხვა გეგმაც მაქვს, რომლის განსახორციელებლად ძალას არ დავიშურებ.

- წარმატებებს გისურვებ!

- დიდი მადლობა. იმედია, მიზანს მალე მივაღწევ და ქართველ მსმენელს გავახარებ.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება