"იტარ-ტასის" ცნობით, მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა დიდი ბრიტანეთის ვიზა მიიღო.
ანონიმური წყაროს თქმით, ლუჟკოვს ვიზა იმიტომ ჩაურტყეს, რომ ლონდონში მისი მეუღლე, ელენა ბატურინა და ორი ქალიშვილი იმყოფებოდნენ.
ლუჟკოვის ქალიშვილები ოლგა და ალიონა დიდ ბრიტანეთში, უმაღლეს სასწავლებელში ცდილობენ ჩაბარებას. "იტარ-ტასის" წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლუჟკოვის დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად დარჩენაზე საუბარი არ არის.
ელენა ბატურინა დიდ ბრიტანეთში ბიზნეს-ვიზის საფუძველზე იმყოფება. ვინაიდან ის მსხვილი ინვესტორია, ბიზნეს-ვიზით მას ჯერ ბრიტანეთში ცხოვრების უფლება შეუძლია მოიპოვოს, ხოლო შემდეგ მოქალაქეობაზეც განაცხადოს პრეტენზია.
მედიაში აცხადებდნენ, რომ ლუჟკოვმა დიდ ბრიტანეთში ცხოვრების უფლება მოიპოვა. ბრიტანეთის საელჩომ რუსეთში ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და განაცხადა, რომ ინდივიდუალურ სავიზო შემთხვევებზე კომენტარს არ გააკეთებს.
იანვარში ლუჟკოვი ლატვიაში ცხოვრების უფლების მოპოვებასაც ცდილობდა, მაგრამ ამაოდ.
მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.