იმის დასამტკიცებლად, რომ იტალია ბორდელი არ არის, იტალიელმა ქალებმა ბერლუსკონის რეზიდენციისთვის საცვლების სროლა გადაწყვიტეს. დემონსტრაცია კვირას გაიმართება. ქალბატონები თავიანთი ინტიმური ტუალეტის დეტალებს 74 წლის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის ღობის გადაღმა გადაყრიან.
ასევე ათასობით იტალიელი ქალი მიიღებს მონაწილეობას ინტერნეტ-კამპანიაში, რომელიც გაზეთმა "La Repubblica"-მ წამოიწყო. ქალებმა გაზეთის ვებ-გვერდზე საპროტესტო სლოგანებით აჭრელებული ფოტოები უკვე განათავსეს.
მეორე საპროტესტო აქციის ჩატარება მილანში იგეგმება. ის შაბათს გაიმართება და შესაძლოა, მას ცნობილი მწერალი უმბერტო ეკო დაესწროს, პროტესტის გამოხატვა მთელი თებერვლის განმავლობაში იტალიის სხვადასხვა ქალაქებში პერმანენტულად იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ 13 თებერვალს ბერლუსკონის მოწინააღმდეგეთა აქცია მისი მომხრეების დემონსტრაციას ემთხვევა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პრემიერს უკანონო ბრალდებებს უყენებენ.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.