მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ”არმანის” 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის თეთრეულისა და ჯინსების სახე გახდა.
ნადალი ფეხბურთელ დევიდ ბექჰემისა და კრიშტიანუ რონალდუს გზას გაყვა. მათაც აქვთ მონაწილეობა მიღებული იტალიური მოდის სახლის რეკლამაში.
”ყოველთვის საინტერესოა სხვა სამყაროში მოხვედრა. მოდა კი ის სფეროა, რომელთანაც აქამდე შეხება არ მქონია. საინტერესო ფოტოსესია იყო, ვცდილობდი სერიოზულად მემუშავა. უჩვეულო გამოცდილება იყო და ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა” - აღნიშნა ნადალმა.
ჩოგბურთელთან ერთად ფოტოსესიაში მონაწილეობა ამერიკელმა მსახიობმა მეგან ფოქსმაც მიიღო.
ფოტოები მოდის სამყაროში ცნობილმა ფოტოგრაფებმა მერტ ალასმა (Mert Alas) და მარკუს პიგოტმა (Marcus Piggott) გადაიღეს.
მომზადებულია stylefrizz.com-ის მიხედვით.