იტალელი მომღერალი და მსახიობი ადრიანო ჩელენტანო მულტიპლიკაციური სერიალის მთავარი პერსონაჟი იქნება.
იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 26-სერიანი საბავშვო სერიალის სახელწოდებაა "ადრიანი".
მთავარ პერსონაჟსაც ადრიანი ერქმევა და ჩელენტანოს სახე ექნება. მულტსერიალის პრემიერა წელს, შემოდგომაზე იტალიურ ტელეარხ SKY TJ24-ზე გაიმართება.
მულტიპლიკაციური პროექტის ავტორი თავად 72 წლის ადრიანო ჩელენტანოა.
მსოფლიოში ცნობილ მომღერალსა და მსახიობს სულ 600 სიმღერა აქვს შესრულებული, გამოცემული აქვს 30 ალბომი 150 მილიონი ტირაჟით და მონაწილეობა მიღებული აქვს 40 ფილმში.