დევიდ ლინჩის საიდუმლო ვნებები

დევიდ ლინჩის საიდუმლო ვნებები

20 იანვარს კინოს ლეგენდა დევიდ ლინჩს 85 წელი შეუსრულდა. მისი სახელი საკულტო გახდა, როდესაც 20 წლის წინ ტელეეკრანებზე ფსიქოლოგიური სერიალი "ტვინ პიკსი" გამოვიდა. 1992 წელს კინოეკრანებზე გამოსულმა ფილმის მოკლემეტრაჟიანმა ვერსიამ მისი სტატუსი კიდევ უფრო გაამყარა. ამის შემდეგ ლინჩმა კიდევ რამდენიმე ფილმი გადაიღო, თითოეული მათგანის პრემიერა ნამდვილ კინომოვლენად იქცეოდა. კინომოყვარულთათვის დევიდ ლინჩი გურუ და თავისი საქმის დიდოსტატია.

უცნაური ჰობი

დევიდ ლინჩი ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა. მამამისი სოფლის მეურნეობას მისდევდა, დედა პედაგოგი იყო. დევიდის გარდა ოჯახში კიდევ ორი ბავშვი იზრდებოდა - მისი ძმა ჯონი და და მარტა. პატარა დევიდი საშუალოდ სწავლობდა, გაკვეთილებზე არ ცელქობდა, მაგრამ ბიჭუნას მკვდარი ბუზებით გატაცებამ მშობლებში აღაშფოთა. ყველაზე მეტად დევიდს უფრო მსხვილი გვამები ხიბლავდა: მაგალითად, ძაღლების, კატების ან თუნდაც ადამიანების. მოგვიანებით, სტუდენტობისას, მომავალ რეჟისორს შეეძლო ახლობელთან მორგში მჯდარიყო და გვამის გაკვეთისთვის საათობით ედევნებინა თვალი. როდესაც მისი თანატოლები მორიგი ლამაზმანის შებმისას ვნებისგან ხვნეშოდნენ, ლინჩი ღამღამობით მკვდრებს ხატავდა. მკვდრის სუნი უცოდველი ქალიშვილის ოფლის სუნზე არანაკლებ აღაგზნებდა დევიდს. მეგობრები და მშობლები უკვე ღელავდნენ და ფსიქიატრისთვისაც უნდოდათ მიემართათ, რომელიც ორიგინალურად მოაზროვნე ყმაწვილს ტვინს შეუცვლიდა, მაგრამ უცებ სასწაული მოხდა და ლინჩს ბოსტონის სამუზეუმო სკოლის ყველაზე ლამაზი მოწაფე შეუყვარდა.

მისი გულის ქალბატონები

თაფლისფერთვალება ლაურასთან რომანმა დიდხანს არ გასტანა, გოგონას ვნებიანი სექსი ეწადა, კავალერი კი ფი­ლოსოფიური საუბრებით აბეზრებდა თავს. შედეგად წყ­ვ­ილი ერთმანე­თს დაშორდა. ლაურამ ვიღაც კუნთმაგარი სპორტსმენი გაიცნო, ლინჩი კი მეგობართან ერთად ავს­ტრიის ქალაქ ზალსბურგში მხატვარ-ექსპრესიონისტის ოს­კარ კოკოშკას შე­მოქმედების შესასწავლად გა­ემგზავრა. ყმა­წ­ვილები პარიზსა და საბერძნ­ეთსაც ეწვივნენ. მათმა ვოიაჟმა სულ ორ კვირას გასტანა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მეგობრებს ევროპაში სამი წლით დარჩენა ჰქონდათ გადაწყვეტილი.

"იქ ვერ ვნახე შთაგონების წყარო", - განაცხადა შინ დაბრუნებულმა ლინჩმა. ამის შემდეგ ლინჩმა თავი უამრავ პროფესიაში მოსინჯა: მუშაობდა აფთიაქში, სპეციალიზებულ მაღაზიაში ჩარჩოებს ყიდდა და საათში 5 დოლარად საპირფარეშოებსაც კი რეცხავდა. 1966 წელს ლინჩი ფილადელფიაში გადაბარგდა და პენსილვანიის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა, სადაც თავის მომავალ მეუღლეს, მხატვარ პეგი რივის შეხვდა. შეყვარებულებისგან იდეალური წყვილი შედგა. გოგონას, დევიდის მსგავსად, რაღაც აბსტრაქტულზე ლაპარაკი და წიგნების კითხვა უყვარდა. მიუხედავად ამისა, მიჯნურებს სექსისთვისაც საკმაო დრო რჩებოდათ. ქორწინებიდან ძალიან მალე ცოლ-ქმარს ქალიშვილი ჯენიფერი შეეძინა. ნამცეცა ჯენიფერი ფეხების დეფექტით დაიბადა და დევიდი მტკივნეულად განიცდიდა ბავშვის ავადმყოფობას. მისმა მოთმინებამ ექვს წელს გასტანა. განქორწინების შემდეგ დევიდმა მეორედ მეგო­ბრის დაზე, მე­რიზე იქორწინა და ევ­როპაში იმოგზაურა. მი­უხ­ედავად იმისა, რომ მერი ფისკმა მემკვიდ­რე გაუჩინა, დევიდ­მა დიდხანს მასთანაც ვერ გაძლო. მეორე გან­ქორ­წინების შემდეგ დე­ვიდმა მყა­რად გადაწყვიტა, რომ ქალებთან სერიოზული ურთიერთობა მისი ფსიქიკისთვის დამღუპველი იყო და გა­რყვნილებაში გადავარდა, სა­რეცელს ახალგაზრდა მსახიობებსა და თავის ფილმში დაკავებულ მზეთუნახავებთან იყოფდა, რომელთა შორისაც ყველაზე გახმაურებული იზაბელ როსელინისთან რომანი იყო. მაესტრომ ერთხელ აღიარა, რომ ღამეში იზაბელთან ხუთჯერ ჰქონდა სექსი.

იზაბელთან დაცილების შემდეგ, დევიდს თავდავიწყებით შეუყვარდა მსახიობი ლორა დერნი, რომელიც რეჟისორის ადრეულ ფილმებში თამაშობდა, მაგრამ როცა შეიტყო, რომ ქალი პარალელურად პარტნიორ კაილი მაკლაჰლენთან ერთად იწვა, ლამაზმანთან ყოველგვარი კავშირ გაწყვიტა. ხუთი წლის შემდეგ რეჟისორი და მსახიობი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს - რიჩმა ლორა "შინაგან იმპერიაში" გადასაღებად მიიწვია. დევიდს, ბოლოს და ბოლოს, მოჰბეზრდა შემთხვევითი რომანები და ბედი ჩვეულებრივ მემონტაჟე მერი სუინის დაუკავშირა, რომელთანაც დღემდე ბედნიერად ცხოვრობს.

სამივე მამის კვალდაკვალ

სამი ქორწინებიდან რეჟისორს სამი შვილი ჰყავს - ქალიშვილი და ორი ვაჟი და ყველა მამის კვალს გაჰყვა.

42 წლის ჯენი­ფერი ფილმებს იღ­ებს და სცენარებს წერს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 19 წლის გოგონა დედისგან მამასთან გადაბარგდა და მუშაობაში ეხმარებოდა, წვრილმან საქმეებს აკეთებდა. შემდეგ დაწერა წიგნი - "ლორა პალმერის საიდუმლო დღიური", რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მამის ფილმ "შოსე არსაითკენ" გადაღებებისას ქალიშვილმა ფილმის დამდგმელი მხატვარი ენდრიუ ჯეი პეტერსონი გაიცნო და შეუყვარდა. 1995 წელს ცოლ-ქმარს ქალიშვილი სიდნი შეეძინა. 15 წლის გოგონა უკვე მსახიობობაზე ოცნებობს და იმედოვნებს, რომ სახელგანთქმული ბაბუა მისთვის რაიმე საინტერ­ესო როლს შექმნის. დევიდის 28 წლის ვაჟი ოსტინი ოპერატორია.

რეჟისორის ნაბოლარა ქალიშვილი რეილი ჯერ სწავლობს, მაგრამ მამას ჰპირდება, რომ ოჯახურ ტრადიციებს არ უღალატებს და მომავალს ისიც კინოს დაუკავშირ­ებს.

თევზის დევნაში

ამას წინათ ლი­ნ­ჩმა გამოაქვეყნა წი­გნი "როგორ დავიჭიროთ დიდი თევზი". ნაწარმოები ფილოსოფიურია, უცნაურიც კი. ჰგავს ყველა მის ფილმს ერთად აღებულს, მაგრამ მსუბუქია, თავიდან თავზე ფარფატით გადადიხარ, ხვდები, რომ დევიდი ყველგან და ყოველთვის გულახდილია, მაშინ როდესაც ქმნის მახინჯს ფილმში "ადამიანი სპილო", მაშინაც, როცა "ტვინ პიკსში" არასრულწლოვანი აიძულა მასზე ბევრად უფროს უცნობთან დაკავებულიყო სექსით და მაშინაც, როდესაც "მალჰოლანდ დრაივში" ლამაზმანს მეხსიერება წაართვა. წიგნი ფსიქოლოგიურია. "წიგნის იდეა თევზების მსგავსადაა, - წერს წიგნში რეჟისორი. თუკი პატარა თევზის დაჭერა გინდათ, პატარა მდინარეს მიაშურეთ. მაგრამ თუ თქვენ მსხვილი თევზი გჭირდებათ, მაშინ წყალში ღრმად შედით. იქ, სიღრმეში, უფრო მსხვილი და სუფთა თევზებია. ისინი დიდები, აბსტრაქტულები და ძალიან ლამაზები არიან. მე განსაკუთრებული ჯიშის თევზებს ვეძებ, ისეთებს, რომელთა კინოს ენაზე გადმოტანა შეიძლება. წყლის ფსკერზე განსხვავებული თევზები დაცურავენ: ბიზნესისთვის, სპორტისთვის... არის თევზი ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის".

პრინციპში ასეთივეა დევიდ ლინჩის ფილმებიც - ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება