ბერლინში დღეს 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება

ბერლინში დღეს 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება

ბერლინში დღეს 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება . ძირითად საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენები იქნება 16 ფილმი. მათ შორის არის რუსი რეჟისორის, ალექსანდრე მინდაძის ფილმი "შაბათს". კინოფესტივალი 20 თებერვალს დაიხურება.

წლევანდელი ფესტივალის ჟიურიში შედიან გერმანელი მსახიობი ნინა ჰოსი, ავსტრალიელი პროდიუსერი ეინ ჩეპმენი, კანადელი რეჟისორი გაი მედინი, ინდოელი მსახიობი აიმირ კხანი და კოსტიუმების ლონდონელი დიზაინერი სენდი პაუელი. ჟიურის თავმჯდომარე მსახიობი და რეჟისორი იზაბელა როსელინი იქნება.

ცნობილია, რომ კინოფესტივალის ჟიურის წევრის, ჰაფარ პანახის სავარძელი ცარიელი დარჩება. ირანელ რეჟისორს ანტისახელისუფლებო ქმედებებისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ფესტივალის დირექტორის დიტერ კოსლიკის თქმით, პანახისადმი სოლიდარობის ნიშნად, ნაჩვენები იქნება მისი ფილმი "ოფსაიდი".

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება