44 წლის კომიკოს მსახიობს ადამ სენდლერს ვარსკვლავი გაუხსნეს. ეს ჰოლივუდში 2431-ე ვარსკვლავია. ადამ სენდლერის პოპულარობა უკვე დიდი ხანია აშშ-ის ფარგლებს გასცდა.
ცერემონიალზე სენდლერი მეუღლესთან, ჯეკი ტეიტონთან და ორ ქალიშვილთან - 2 წლის სანისთან და 4 წლის სეიდისთან ერთად მივიდა.
სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტით ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მსახიობი შვეიცარიაში დასვენების დროს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ამ ფაქტზე მსახიობმა იხუმრა: "როცა სიკვდილს დავაპირებ, აუცილებლად აშშ-ში ვიქნები. ეს ან სააბაზანოში მოხდება, ან საკუთარ ქამარზე ჩამოხრჩობილს მიპოვნიან".
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.