გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეიტ ჰოლმსი და ტომ კრუზი შორდებიან. ჰოლმსმა მამამისს, რომელიც 40-წლიანი სტაჟის მქონე იურისტია, განქორწინების საბუთების მომზადება სთხოვა.
იმასაც ამბობენ, რომ ოჯახური იდილიის დანგრევის მიზეზი კეიტ ჰოლმსის უკმაყოფილებაა. კრუზთან ქორწინებამ მისი კარიერული წინსვლა შეაფერხა, ამის გამო მათ არაერთი კონფლიქტი მოსვლიათ.
პაპარაცებმა ჰოლმსი და კრუზი ვანკუვერში, ერთ-ერთ კაფეში გადაიღეს. ოჯახი ამჟამად კანადაში იმყოფება, რადგან სწორედ აქ მიმდინარეობს "შეუსრულებელი მისია: საიდუმლო პროტოკოლის" გადაღებები. ამ ფილმში მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.