სინტია ნიქსონს ლესბოსელმა საყვარელმა კრისტინ მარინონმა ვაჟი გაუჩინა. ბავშვს მაქს ელინგტონ ნიქსონი დაარქვეს. ეს სინტიასა და კრისტინ მარინონის პირველი საერთო შვილია. წყვილი კრისტინის ორსულობას ბოლო წუთამდე მალავდა.
ნიქსონისა და მარინონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბავშვიც და მარინონიც თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ პატარას ბიოლოგიური მამის ვინაობა მასმედიისთვის არ გაუმხელია.
სინტია და კრისტინი უკვე 6 წელია ერთად ცხოვრობენ. დანიშნულებიც არიან, მაგრამ დაქორწინებას მანამ ვერ შეძლებენ, სანამ ნიუ-იორკში ერთსქესიან ქორწინებას არ დაუშვებენ.
მომზადებულია glamurchik.tochka.net-ის მიხედვით.