გერმანია რუსეთის ჯარისთვის სამხედრო პოლიგონს ააშენებს

გერმანია რუსეთის ჯარისთვის სამხედრო პოლიგონს ააშენებს

გერმანია რუსეთის ჯარისთვის თანამედროვე სასწავლო პოლიგონს ააშენებს. პოლიგონის დაპროექტების შესახებ შეთანხმება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გერმანულ კონცერნ Rheinmetall-ს შორის მოსკოვში გაფორმდა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების ახალი საწვრთნელი სამხედრო ცენტრი ნიჟნი ნოვგოროდში მულინოს სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე მოეწყობა. პოლიგონი თანამედროვე მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი პოლიგონი მათ "ბრძოლის ველზე ნებისმიერი ტაქტიკური ამოცანის შექმნის საშუალებას მისცემს”. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის, ირინა კოვალჩუკის განცხადებით, ანატოლი სერდიუკოვისა და კომპანია Rheinmetall-ის ხელმძღვანელ კლაუს ებერჰარდტომის შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ რუსეთს მობილური კომპლექსების იმპორტი შესთავაზა. კომპლექსი საბრძოლო მასალის უშუალო სიახლოვეს მათი უტილიზაციის შესაძლებლობას იძლევა. 

მომზადებულია dw-world.de-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე