სერიალ ”სექსი დიდ ქალაქში”-ს ვარსკვლავი სარა ჯესიკა პარკერი, ცნობილი კინოეპოპეის მესამე ნაწილში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც "Herald Sun" წერს, სერიალის მესამე ნაწილს კენდის ბუშნელის ახალი რომანის მიხედვით გადაიღებენ და მას ”კერის დღიურები” ერქმევა. ამ ნაწილში მოთხრობილი იქნება 19 წლის კერის შესახებ, ანუ როგორ გაატარა მან პირველი სამი თვე ნიუ-იორკში. კერი ნიუ-იორკში კონექტიკუტიდან ჩამოდის.
სარა ჯესიკა პარკერი ახალგაზრდა გოგონას როლს ვერ შეასრულებდა, ამიტომ კერი ბრედშოუს როლზე სერიალის რეჟისორმა მაიკლ პატრიკ კინგმა სერიალ ”ჭორიკანას” ვარსკვლავი ბლეიკ ლაივლი მოიწვია.
ამერიკელი მსახიობი ბლეიკ ლაივლი ამჟამად თავისი სატელევიზიო კარიერის მწვერვალზეა. სერიალ ”ჭორიკანას” წყალობით, ის სხვადასხვა რეიტინგებში ლიდერობს.
მომზადებულია Herald Sun-ის მიხედვით.