ტომ კრუზს როკ-მიუზიკლში გადაიღებენ

ტომ კრუზს როკ-მიუზიკლში გადაიღებენ

ჰოლივუდის მსახიობს ტომ კრუზს უახლოეს მომავალში როკ-მიუზიკლში გადაიღებენ. საუბარია კინოფილმზე "როკი საუკუნოდ" (Rock of Ages), რომელსაც იმავე სახელწოდების ბროდვეის მიუზიკლის მიხედვით გადაიღებენ. ფილმის რეჟისორი ადამ შენკმანი იქნება - ოთხი წლის წინ მან ბროდვეის მიუზიკლის - "ლაკი თმისთვის" კინოვერსია შექმნა.

არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტომ კრუზს ამ პროექტში მონაწილეობა სურდა, წლის დასაწყისში გავრცელდა. ახლა კი სტუდია New Line Cinema-ს წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ტომ კრუზს ფილმში ნამდვილად გადაიღებენ. ჯერჯერობით უცნობია, რა როლს განასახიერებს მახიობი.

მიუზიკლი Rock of Ages კრის არიენცოს წიგნს ეფუძნება, კინოვერსიის სცენარიც მასვე ეკუთვნის. მიუზიკლში როკ-ჯგუფების - Styx, Journey, Bon Jovi, Pat Benatar, Twisted Sister, Steve Perry, Poison და Asia 80-იანი წლების ჰიტები აჟღერდება.

მიუზიკლის კინოვერსია 2012 წელს გამოვა. ფილმში ტომ კრუზს პარტნიორობას ალეკ ბოლდუინი და რასელ ბრენდი გაუწევენ.

მომზადებულია vesti.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება