მსოფლიოში მილიონზე მეტი ქალი იტალიის პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. დემონსტრაცია დევიზით - "როდის, თუ არა ახლა?" იტალიის 250 ქალაქში ჩატარდა.
გამოსვლების ეპიცენტრი რომში იყო. ქალები იტალიის დედაქალაქის ცენტალურ მოედანზე, პიაცა დელ პოპოლოზე შეიკრიბნენ. მანიფესტაციაში ოპოზიციური პარტიებისა და შემოქმედებითი ინტელიგენციის მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. მომიტინგეთა შორის ნეორეალიზმის ვარსკვლავი 80 წლის მონიკა ვატიც იყო.
მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები ჩატარდა მილანში, ნეაპოლში, ბარიში, პალერმოში, ჯენოაში, ტრიესტეში, ვენეციასა და ტურინში. აღსანიშნავია, რომ პარალელურად ბერლუსკონის მხარდამჭერი "ანტიმორალისტების" რამდენიმე მანიფესტაციაც ჩატარდა.
იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ აღნიშნა, რომ თუ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა გაგრძელდა, არჩევნების ჩატარება გარდაუვალი იქნება. სახელმწიფოს მეთაურის მოსაზრებას პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი, ჯანფრანკო ფინიც დაეთანხმა.
შეგახსენებთ, ქალების აღშფოთება 74 წლის ბერლუსკონის სექსუალურმა სკანდალებმა გამოიწვია. მილანის პროკურატურაში მის წინააღმდეგ არასრულწლოვან გოგონებთან კავშირის გამო სარჩელი არის შეტანილი.
მოზადებულია newsru.com-ის მიხედვით.