ავღანეთში კაპრალი გიორგი ავალიანი დაიღუპა

ავღანეთში კაპრალი გიორგი ავალიანი დაიღუპა

ავღანეთში 32-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ავალიანი დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ავალიანი სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა.

აფეთქების შედეგად დაჭრილები არიან კაპრალი ნიკოლოზ დეისაძე და კაპრალი ედნარ აბულაძე. ისინი ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ. დაჭრილები სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

გიორგი ავალიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან ირიცხება. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს უწყებრივი მედალი საბრძოლო იარისთვის.

ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობა უკვე ექვსამდე გაიზარდა. ავღანეთში დაიღუპნენ მუხრან შუკვანი, ნუგზარ კალანდაძე, გიორგი კოლხიტაშვილი, დავით ცეცხლაძე და რამაზ გოგიაშვილი.

31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი 2010 6 სექტემბერს დაიღუპა; ნუგზარ კალანდაძე, გიორგი კოლხიტაშვილი, დავით ცეცხლაძე და რამაზ გოგიაშვილი კი - 30 სექტემბერს.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე