ლიბიის ხელისუფლებამ დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა

ლიბიის ხელისუფლებამ დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა

ლიბიის ხელისუფლებამ დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

ლიბიის მთავრობის მონაცემებით, 16 თებერვლიდან დაღუპულია 111 სამხედრო და 189 სამოქალაქო პირი.

დაღუპულთა რაოდენობა დიდია ქალქ ბენგაზში, სადაც 104 სამოქალაქო პირი და 10 სამხედრო დაიღუპა.

თუმცა, ტელეკომპანია "ალ ჯაზირა" იუწყება, რომ მხოლოდ დედაქალაქ ტრიპოლში 800 ადამიანია დაღუპული.

ლიბიის საჰაერო ძალების უფროსის მოადგილის, ჯებრი ალ-კადიკის განცხადებით, ხელისუფლებამ საჰაერო დარტყმები განახორციელა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სამხედრო იარაღის სასაწყობო ობიექტებზე. მისივე მტკიცებით, ყველა ობიექტი უკაცრიელ ადგილებშია განლაგებული და ხელისუფლებას დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლი არ გაუხსნია.

პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ზვეიმ კი, ტრიპოლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ვითარება მშვიდია. შექმნილია კომისია, რომელიც კადაფის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გამოიძიებს.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც მომიტინგეების მხარეზე გადავიდა.

კადაფიმ განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას და აქციის ყველა ორგანიზატორი განადგურებული იქნება. დამკვირებელთა აზრით, ამ განცხადებით, კადაფიმ ძალოვან სტრუქტურებს საკუთარი მოსახლეობის გენოციდის უფლება მისცა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა