მიშელ პფაიფერი (Michelle Pfeiffer) 52 წლისაა, მაგრამ ისე გამოიყურება თითქოს 35 -ის იყოს. მიშელი ფოტოგრაფებმა მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ის ქმართან ერთად ლედი გაგას კონცერტიდან ბრუნდებოდა. მეუღლე დევიდ კელი, მიშელს ისეთი სინაზით უყურებდა, თითქოს ეს მათი ქორწინების პირველი წლები იყოს.
მიშელი კარგ განწყობაზე იყო, ის მეუღლეს ეჩურჩულებოდა, უღიმოდა და მისი ხელი ხელში ეჭირა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვიანი იყო, ვარსკვლავი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ის ელეგანტურად ჩაცმული და დავარცხნილი იყო.
წლებმა მიშელს ვერაფერი დააკლო, ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ მას კინოში გადასაღებად კვლავინდებურად იწვევენ.
ამბობენ, რომ მიშელი ტიმ ბარტონის ახალ ფილმში "შავი ჩრდილები" გამოჩნდება. ფილმში მსახიობის პარტნიორი ჯონი დეპი იქნება.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.