ვის გამო არღვევს ამერიკულ სააგენტოსთან დადებულ კონტრაქტს ნანუკა გოგიჩაიშვილი

ვის გამო არღვევს ამერიკულ სააგენტოსთან დადებულ კონტრაქტს ნანუკა გოგიჩაიშვილი

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი რომ ძალიან წარმატებულია, ეს ახალი ამბავი არ არის. მართალია, ამჯერად ნანუკას ერთი დღით დავინტერესდით, მაგრამ დონალდ ტრამპის ცნობილი ამბავიც არ დავივიწყეთ და, რა თქმა უნდა, ემინემიც გავიხსენეთ, რომელიც მოდელს ასე ძალიან უყვარს.

-ძირითადად გვიან ვიძინებ, მაგრამ ჩემი დილა მაინც საკმაოდ ადრე იწყება, რადგან ან უნივერსიტეტში მივდივარ, ან გადაღებაზე, ხშირ შემთხვევაში დღის პირველი ნახევარი დაკავებული მაქვს.

- გამოსაფხიზლებლად რა საშუალებას მიმართავ: ყავა, ჩაი, საუზმე...

- გამოფხიზლების პრობლემა არ მაქვს, შეიძლება სულ ხუთი საათი მეძინოს, მაგრამ ენერგია ადგომისთანავე მიბრუნდება, მეტიც, ვფიქრობ, რაც უფრო ცოტა ხანს მძინავს, უფრო მეტი ენერგია მაქვს.

- სახლიდან გასასვლელად რომ მოემზადო, დიდი დრო გჭირდება?

- ვინაიდან დილით ვწყვეტ, რა ჩავიცვა, სახლიდან გასვლის წინ ყველაზე დიდ პრობლემას ჩემთვის ჩაცმა წარმოადგენს, დაახლოებით ერთი საათი ღია კარადის წინ ვდგავარ და ვფიქრობ რა ჩავიცვა. მოზომება არ მიყვარს, რასაც გადავწყვეტ, იმით უნდა შევიმოსო, ამიტომ ეს დრო არჩევანის გაკეთებასა და ფიქრში მიმდის.

- პროფესიის გამო ხომ არ მოგბეზრდა ჩაცმა-გახდა?

- არა. ისევე როგორც მე, ალბათ ყველა გოგოს სახლიდან გასვლის წინ ეს პრობლემა აქვს. როცა ამ საკითხს გადავჭრი, მერე უკვე მალე გავდივარ შინიდან. მაკიაჟზე ძირითადად დრო არ მეკარგება, შეიძლება, მარტო ტუჩის საცხი წავისვა, რომლის კოლექციაც მაქვს, ჩემთან შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი ფორმის, ზომის, უამრავი დიზაინერის მიერ წარმოებული ტუჩის საცხები.

- გარდა უნივერსიტეტში სწავლისა, კიდევ რით ხარ დაკავებული?

-მართალია, არ ვმუშაობ, მაგრამ მაინც დაკავებული ვარ, რადგან მუდმივად მაქვს კასტინგები და გადაღებები.

- რამდენადაც ვიცი, უცხოეთიდან გაქვს შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, აპირებ გამგზავრებას?

- მართალია, ნიუ-იორკიდან, მაიამიდან და ლოს-ანჯელესიდან მაქვს შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. იქ ყოფნის დროს ძალიან მოვიხიბლე ნიუ-იორკის სააგენტოს პირობებით, რომელიც საშუალებას მაძლევდა მემუშავა რო­გორც მაიამიში, ასევე ნიუ-იორკში ან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ისევ საქართველოში ვარ, თუმცა იანვარში უნდა გავმგზავრებულიყავი. ამერიკაში ყოფნის დროსვე შემეძლო ხელი მომეწერა ამ კონტრაქტზე, მაგრამ სამი წელი სახლში ჩამოუსვლელად და ჩემების უნახავად ვერ გავძლებდი, ძალიან დიდი დროა. თან ეს ევროპა არ არის, რომ ვიღაცამ ჩამოგაკითხოს და ნახო შენიანები, ცხრა მთას იქით უნდა ვყოფილიყავი და ვერ გავრისკე. ამ კონტრაქტს ხელი რომ მოვაწერო, სამი წელი საქართველოში ვერ ჩამოვალ. როცა მათთან იწყებ მუშაობას, მათ პირობებს უნდა დათანხმდე, კონტრაქტის თანახმად ბევრი რამე გეკრძალება.

- ამაში გათხოვებაც ხომ არ იგულისხმება?

-კი (იღიმება), თუმცა ამერიკაში გათხოვებას ნაკლებად ვგეგმავ.

- შენ კი არ ფიქრობ ამერიკაში გათხოვებაზე, მაგრამ უცებ გზაზე ემ­ინემი რომ გადაგეყაროს?..

-გადამეყაროს და მერე მე ვიცი (იცინის).

- ესე იგი ამ შემთხვევაში კონტრაქტის დარღვევის შანსი არის, ხომ?

-კონტრაქტის დარღვევა ადვილია, მთავარია, მერე რა მოჰყვება, შეიძლება, სიტყვით მოაგვარო პრობლემა ან საქმით, გააჩნია სიტუაციას.

- მოდი, მოკლედ შენი ამერიკული ერთი დღის შესახებაც მოგვიყევი...

- სიმართლე გითხრა, ამერიკაში ყოფნისას დიდად დაკავებული არ ვყოფილვარ, გართობა-გართობაში საქმესაც ვაკეთებდი. ჩემით კასტინგებზე არ მივლია, ძირითადად შემოთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემთხვევაში მივდიოდი. საქართველოში რომ ჩამოვედი, მერე დავფიქრდი, თუ რამდენად კარგი ცხოვრება მექნებოდა, კასტინგებზე ჩემი ინიციატივითაც რომ მევლო. კლუბებსა და სხვადასხვა ადგილას სიარულისას იმდენად კარგი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდა, რომ სხვაგან წასვლაზე აღარც მიფიქრია.

- ყველაზე მეტად რა ან ვინ გენატრებოდა იქ ყოფნისას?

- მართლია, ექვსი თვე გავატარე ამერიკაში, მაგრამ დეპრესიამდე არ მივსულვარ, რადგან, შეიძლება ითქვას, მეორე ოჯახში ვიყავი, თან მაქსიმალურად ვცდილობდი, ამ მდგომარეობაში არ ჩავვარდნილიყავი. ჩემები ხომ ძალიან მენატრებოდნენ, მაგრამ ყოველდღე არ ველაპარაკებოდი, რაც უფრო მეტი შეხება მქონდა მათთან, მით უფრო მენატრებოდნენ, არადა, მირეკავდნენ და დალაპარაკებას მთხოვდნენ. მერჩივნა, ნაკლებად დავკონტაქტებოდი, ვიდეოთვალის ჩართვა, მათი სახეების ნახვა და მერე დამშვიდობება ჩემთვის სიკვდილი იყო, ამიტომ მათთან შეღავათიანად საუბარს ვამჯობინებდი.

- არ შემიძლია, არ გკითხო დონალდ ტრამპისა და საქართველოს პრ­ე­ზიდენტის შეხვედრაზე, სადაც საუბარი შენც შეგეხებოდა, რის შემდეგაც ნათიამაც დიდი კომპლიმენტი მიიღო...

- ამ ვიზიტის დროს ტრამპმა დედაჩემს თავისი სურათი აჩუქა და უთხრა, რომ ფოტოს საიდუმლო წარწერას გაუკეთებდა. მართლაც ასე მოიქცა და მიაწერა: "ნანუკა, ეს შენ მისტერ ტრამპისგან და დაიმახსოვრე, საოცარი დედა გყავს". სწორედ ამ წარწერით გამოატანა ჩემთან ფოტო ტრამპმა ნათიას.

- მივუბრუნდეთ თბილისურ ერთ დღეს, უნივერსიტეტიდან დაბრუნებული როგორ აგრძელებ დღეს?

-სახლში დაახლოებით ერთი-ორსაათიანი შესვენება მაქვს, შემდეგ ან კასტინგზე მიმეჩქარება, ან გადაღებაზე, ან ინტერვიუზე ან კიდევ მეგობრებთან.

- რადგან მეგობრები ახსენე, გვ­ითხარი, როგორი გართობა გიყვარს? კლუბები და ღამის ცხოვრება გიზიდ­ავს, თუ უფრო პა­სიურობით გამოი­რჩევი?

- ზოგადად, აქტიური ვარ და ასეთი გართობაც მიყვარს, მაგრამ აუცილებელი არაა, ყოველდღე კლუბებში ვიაროთ, შეიძლება, მეგობართან სახლში ავიდეთ და ისე გავერთოთ, კლუბები სულ დაგვავიწყდეს. თუმცა მაინც მიწევს სიარული პრეზენტაციებზე, მიწვევებით...

- შენი დღის განრიგში თაყვანისმცემლებს რა ადგილი უჭირავთ?

- შეიძლება წა­რმოუდგენლად გეჩვენოთ, მაგრამ არ ვეკონტაქტები, გადმოცემით ვიცი, რომ, ვთქვათ, ვიღაც გიორგი ან დათო ჩემზე ფიქრობს და ამით მთავრდება ყვ­ელაფერი, რადგან არ მაინტერესებს ეს საკითხი, ყოველთვის ვიცოდი ვის მოვწონდი, მაგრამ მე რეაქცია არასდროს მქონდა.

- ანუ, პირადი ცხოვრებისთვის არ გცალია, თუ შესაფერისი კანდიდატურა არ გამოჩნდა?

- არ ვიცი, პასუხი არ მაქვს. იმასაც ვერ ვიტყვი, დრო არ მაქვს-მეთქი, რადგან ადამიანს რაც უნდა, იმის დრო ყოველთვის ექნება, ალბათ შესაფერისი კანდიდატი არ გამოჩნდა. მე არავის ვეძებ, ვინც "მპოულობს", მათთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს.

- მიუხედავად ამისა, ალბათ მაინც არ გაკლებენ სიურპრიზებსა თუ საჩუქრებს...

- როგორც ყვე­ლა გოგონას, მეც მა­ნებივრებენ საჩუქრებით, სკოლის ეტაპიდან დღემდე, ყოფილა როგორც მასშტაბური, ასევე ჩვეულებრივი საჩ­უქრები.

- კარგი. ახლა სახლის ატმოსფეროსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას დავუბრუნდეთ. მას შემდეგ, რაც ნათია პრეზიდენტის პრესსამსახურში გადავიდა, თუ ახერხებთ ხშირად შეხვედრას და დღის ამბების მოყოლას? ორივე ხომ ძალიან დაკავებული ხართ...

- ნათია ისეთი ადამიანია, რომელიც საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეს, ყოველთვის ზედ ჰყვება, ყველა სიტუაციაში ბოლომდე იხარჯება. "რუსთავი 2"-ში მუშაობის დროსაც დატვირთული იყო და ახლაც, თითქმის ერთნაირი რეჟიმი აქვს, უბრალოდ, ის განსხვავებაა, რომ ახლა სახლში მოსულიც კი ტელეფონით სამსახურის საქმეებზე ლაპარაკობს. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, თუ ისე მოხდა, რომ ყველა ერთად შევიკრიბეთ, ეს არაჩვეულებრივია, თუ არადა, დღის განმავლობაში ტელეფონით მაინც გვეხმიანება მეც და ჩემს დასაც, არ არსებობს, ორი სიტყვით მაინც არ მოგვიკითხოს. შინ მოსული კი ცდილობს დაგველაპარაკოს და ჩვენი ამბები გაიგოს, ამ მხრივ, ძირითადად, მე "მეჭიდავებიან", რადგან არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი (იღიმება).

- არადა, საერთოდ არ გეტყობა, თუ ასეთი გულჩათხრობილი ხარ. დასასრულისკენ ისიც გვითხარი, როგორ მთავრდება შენი დღე?

- თუ შინ ადრე მოსვლამ მომიწია, მაშინ ბებო მახვედრებს გემრიელ საჭმელს, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, არაჩვეულებრივი ხელი აქვს. გვიან დაბრუნებული კი ინტერნეტით ვასრულებ დღეს, ვეცნობი იმ დღეს მომხდარ საინტერესო ფაქტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. "გუგლი" არის ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, თუ კი რამე უცნაური კითხვა არსებობს, ალბათ ყველა ჩემი ჩაწერილია (იღიმება). გარდა ამისა, ვცდილობ, კითხვისთვისაც გამოვნახო დრო, განსაკუთრებით ბევრს ვკითხულობ მაშინ, როცა ავად ვარ, უფრო კომპიუტერით კითხვა მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ სახლში დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს, არ მიყვარს წიგნებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ძებნა, მირჩევნია, ინტერნეტბიბლიოთეკებით ვისარგებლო (იღიმება).

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება