ფილმმა "სექსი დიდ ქალაქში 2" "ოქროს ჟოლოს" მოსავალი აიღო

ფილმმა "სექსი დიდ ქალაქში 2" "ოქროს ჟოლოს" მოსავალი აიღო

"ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიალამდე 1 დღით ადრე, კინემატოგრაფიის გასული წლის ყველაზე ცუდ ნამუშევრებს "ოქროს ჟოლოს" ცერემონიალზე ირჩევენ. "ოქროს ჟოლოს" დაჯილდოვების 31-ე ცერემონიალი ჰოლივუდში მდებარე თეატრში "ბარნსდალ გალერიში" ჩატარდა.

5 ”ოქროს ჟოლო” საბავშვო სათავგადასავლო ფილმმა "სტიქიის მბრძანებელმა" მოიპოვა. ის წლის ”ყველაზე ცუდ სურათად”, მისი რეჟისორი კი წლის ”ყველაზე ცუდ რეჟისორად” დასახელდა. ასევე "სტიქიის მბრძანებელმა" "ოქროს ჟოლო" ყველაზე ცუდი სცენარისთვის მიიღო. ფილმს "ჟოლო" 3 განზომილებიანი სპეცეფექტების ბოროტად გამოყენებისთვისაც ერგო.

მეორე "რეკორდსმენი" სრულმეტრაჟიანი ფილმი "სექსი დიდ ქალაქში 2" გახდა. მთავარი როლების შემსრულებლები სარა ჯესიკა პარკერი, კიმ კატრალი, კრისტენ დევისი და სინტია ნიქსონი წლის ყველაზე ცუდ მსახიობ ქალებად და მსახიობთა ჯგუფად დასახელეს. ფილმმა "სექსი დიდ ქალაქში 2" ყველაზე ცუდი რიმეიქის ნომინაციაშიც გაიმარჯვა.

"ჟოლო" ეშტონ კატჩერმა, ჯესიკა ალბამ და ჯექსონ რეტბონმაც მიიღეს.

ჯილდო "ოქროს ჟოლო" პლასტმასისგან დამზადებული ოქროსფრად შეღებილი კენკროვანი ხილია. ყოველი მათგანი 5 დოლარამდე ღირს. ყველაზე ბევრი "ოქროს ჟოლოს" მფლობელი სილვესტრ სტალონეა. ის ამ დაჯილდოვებაზე 31-ჯერ წარადგინეს, მთლიანობაში კი 10 "ოქროს ჟოლო" აქვს მოპოვებული. 

ნომინანტები "ჟოლოების" დაჯილდოვების ცერემონიალზე მისვლას ვერ ბედავენ, გამონაკლისი ჰოლი ბერი და სანდრა ბალოკი არიან.

"ოქროს ჟოლოს" დაჯილდოვების ცერემონიალი 1980 წლიდან ტარდება. ჯილდოს ფონდს 647 წევრი ჰყავს. ისინი ნომინანტებს ასეულობით ფილმიდან ირჩევენ, რომლებიც წლის განმავლობაში ლოს-ანჯელესისა და ნიუ იორკის კინოდარბაზებში 1 კვირის განმავლობაში გადის.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება