"ევროვიზიაზე" თაკო ვადაჭკორიას ნაცვლად სოფო ტოროშელიძე იმღერებს

"ევროვიზიაზე" თაკო ვადაჭკორიას ნაცვლად სოფო ტოროშელიძე იმღერებს

ჯგუფში "ელდრაინი", რომელიც საქართველოს სახელით "ევროვიზიის" კონკურსზე გამოვა, ცვლილებაა. ჯგუფის სოლისტ თაკო ვადაჭკორიას სოფო ტოროშელიძე შეცვლის.

სოლისტის შეცვლის გადაწყვეტილება ჯგუფის საპროდიუსერო კომპანია "ტიტანმა" მიიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა, ნათია უზნაძემ განუცხადა, სოლისტის შეცვლის მიზეზი საპროდიუსერო კომპანიასა და თაკო ვადაჭკორიას შორის შეთანხმების მიუღწევლობა გახდა.

"ჩვენ ვაფორმებთ ხელშეკრულებას საპროდიუსერო კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ, ხელშეკრულებას მუსიკოსებთან დებს. მათ შორის შეთანხმება ვერ მოხდა და ეს უკვე ჩვენი კომპეტენცია არ არის", - თქვა ნათია ძნელაძემ.

რაც შეეხება სოფო ტოროშელიძეს, ის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე სწავლობს. მონაწილეობდა პროექტ "ვარსკვლავების აკადემიაში", 2009 წელს საბავშვო ევროვიზიაზე იყო ჯგუფ "პრინცესების" ვოკალის პედაგოგი, 2010 წელს, ნორვეგიაში კი - ევროვიზიის კონკურსზე იყო სოფო ნიჟარაძის ერთ-ერთი ბექვოკალი.

სოფო ტოროშელიძემ უკვე დაიწყო ჯგუფთან ერთად იმ სიმღერაზე მუშაობა, რომლითაც ქართული ჯგუფი ევროვიზიაზე წარსდგება.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება