ახმადინეჯადი აშშ-ს ურჩევს, არაბულ ამბოხებებში არ ჩაერიოს

ახმადინეჯადი აშშ-ს ურჩევს, არაბულ ამბოხებებში არ ჩაერიოს

ირანის პრეზდენტმა აშშ დიქტატორული რეჟიმების მფარველობაში დაადანაშაულა.

"ყველასთვის ცნობილია, რომ ყველა დიქტატორული რეჟიმი აშშ-ის მხარდაჭერით სარგებლობს", - განაცხადა მაჰმუდ ახმადინეჯადმა.

მისი თქმით, არაბულ ქვეყნებში უდანაშაულო ადამიანთა ხოცვაში "ნომერ პირველ დამნაშავედ" დიქტატორთა მხარდამჭერი აშშ-ის ადმინისტრაცია უნდა გამოცხადდეს".

ირანის პრეზიდენტმა დასავლეთს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სამხედრო შეჭრისგან თავის შეკავება ურჩია. სამხედრო ჩარევის შემთხვევაში, "რეგიონის ხალხები თქვენს ჯარისკაცებს საფლავებს გაუთხრიან", - განაცხადა ახმადინეჯადმა.

მისი თქმით, "აშშ ამ რეგიონების ბუნებრივი რესურსების, პირველ ყოვლისა, ნავთობის ხელში ჩაგდებას ცდილობს". "მაგრამ დღეს ისეთი ვითარება არ არის, როგორიც ათი წლის წინ იყო, როდესაც 11 სექტემბრის ტერაქტის საფუძველზე ერაყსა და ავღანეთში შეიჭრნენ", - აცხადებს ახმადინეჯადი.

მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა