რუსეთი და საფრანგეთი ”მისტრალის” ფასზე ვერ შეთანხმდნენ

რუსეთი და საფრანგეთი ”მისტრალის” ფასზე ვერ შეთანხმდნენ

საფრანგეთსა და რუსეთს შორის ხომალდ "მისტრალთან" დაკავშირებით მოლაპარაკბები ჩიხში შევიდა - მხარეები ფასის შესახებ ვერ თანხმდებიან.

რუსეთი ორივე "მისტრალისთვის" 980 მლნ ევროზე მეტის გადახდას არ პირებს, საფრანგეთი კი მინიმუმ 1,15 მლრდ ევროს ითხოვს.

მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციამ ფრანგულ მხარეს შესთავაზა, რომ "მისტარლის" ფასში რუსეთში ამ ხომალდების ცელკეული ნაწილების მშენებლობაზე ლიცენზიისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ღირებულებაც შევიდეს, თუმცა ფრანგულმა მხარემ ამაზე უარი განაცხადა.

დეკემბერში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის მოადგილე ვიცე-ადმირალმა ნიკოლაი ბორისოვმა საფრანგეთთან ერთად პროტოკოლს მოაწერა ხელი, რომელშიც კონტრაქტის ღირებულება 1,15 მლრდ ევროდ იყო შეფასებული.

"ასეთმა თვითნებობამ რუსეთის ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია, რადგან ბატონ ბორისოვს ამ პროტოკოლის ხელმოწერის უფლებამოსილება არ ქონდა", - აცხადებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის წარმომადგენელი. "ეს სკანდალი არა მხოლოდ "მისტრალთან" დაკავშირებულ მოლაპარაკებებს გაართულებს, არამედ , შესაძლოა, საფრანეთთან ურთიერთობა გააუარესოს", - აცხადებს ინკოგნიტო სამხედრო მაღალჩინოსანი.

საბოლოო კომერციულ წინადადებას საფრანგეთისგან რუსეთი 15 მარტამდე ელოდება.

მომზადებულია kommersant.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა