“დიორი” საათების ახალ ხაზს უშვებს

“დიორი” საათების ახალ ხაზს უშვებს

”კრისტიან დიორის” სამოდელო სახლმა საათების ახალი ხაზი გამოუშვა, მას ”Dior VIII” ერქმევა. საათების ხაზს სახელწოდება ”დიორის”სახლის დაარსების იღბლიანი ციფრის -”რვიანის” მიხედვით დაერქვა. სწორედ 1946 წლის 8 ოქტომბერს დაფუძნდა ”დიორის” სახლი. ბრენდის შტაბ-ბინა პარიზის 8 რაიონში განთავსდა, ხოლო საიუველირო მაღაზია, ვანდომის მოედნის 8 ნომერში მდებარეობდა.

”ჩვენ გვინდოდა დიორის სახლის ახალი სიმბოლო შეგვექმნა, რომელიც მაჯის საათების სეგმენტში საკულტო იქნება”, - განაცხადა ”დიორის” საიუველირო და საათების ხაზის პრეზიდენტმა, ლორენს ნიკოლასმა. 

” Dior VIII”-ს საათების ხაზს სამ კოლექციაში წარმოადგენენ: ყოველდღიური, კოქტეილის და საღამოს საათები.

სავაჭრო ნიშნის სახე შეუცვლელი შარლიზ ტერონია.

მომზადებულია glamour.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება