ლიბიის თვითმფრინავით "ფალკონი 900", რომელიც "ვიპ-პირებს" ემსახურება, ქაიროში მუამარ კადაფის წარმომადგენელი ჩაფრინდა. "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ იტალიური გაზეთი "რეპუბლიკა" ეგვიპტის დედაქალაქის აეროპორტში სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
იტალიური გაზეთის ცნობით, ქაიროში ჩაფრინდა ლიბიის სამხედო ხელმძღვანელობის წარმომადგენელი, რომელსაც ეგვიპტის უმაღლესი სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის ჰუსეინ ტანტაუისთვის გზავნილი აქვს გადასაცემი.
მანამდე "ბი-ბი-სი"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან კადაფის სამი პირადი თვითმფრინავი გაფრინდა, მათ შორის ქაიროსკენ, ვენისა და ათენისკენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, კადაფი იმყოფებოდა.