კულტურულ ღონისძიებათა მერიის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ოქიტაშვილი წლების განმავლობაში ცნობილი ადამიანების ვარსკვლავების გახსნით იყო დაკავებული.
თუმცა ახლახან ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავების გახსნას კულტურის სამინისტროს კომისია უხელმძღვანელებს.
დავით ოქიტაშვილი: - 11 წელი ვაკეთე ეს საქმე და მიმაჩნია, რომ თავი ამოვწურე. გარდა ამისა, კულტურის სამინისტროს სხვა თვალსაზრისი აქვს ვარსკვლავების გახსნაზე. სურთ, ამ ყველაფერს ფორმა შეუცვალონ, ამიტომ ქმნიან კომისიას, რომელიც წარდგენილ კანდიდატურას განიხილავს და გადაწყვეტს, ვინ იმსახურებს ვარსკვლავის გახსნას. კომისიის წევრი მეც ვარ, სამინისტრო ამ საკითხზე მარტის ბოლოს შემეხმიანება, ასე შემპირდნენ.
- ამბობენ, ვარსკვლავის გახსნაში ხელოვანებს ფულს ახდევინებდით...
- ვარსკვლავის დამზადება, მონტაჟი, ღონისძიება 7.100 ლარი ჯდებოდა. ამ ხარჯს ზოგჯერ - კულტურის სამინისტრო, ზოგჯერ კი მერია ფარავდა. არ ვიცი, რატომ უნდათ, ჩირქი მოგვცხონ?!
სოფო ყარალაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)