ფრანგულმა კომპანია ”Lobsters Film”-მა მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული პორნოფილმები შეაგროვა. ფილმები კერძო კოლექციებიდან ამოიღეს. ამის შესახებ ”Liberation” იუწყება.
ერთ-ერთი ფილმის სახელწოდებაა ”და ვაზელინი”. ფილმი ”თავაშვებული” მონაზონის გლეხებთან და ბერებთან სასიყვარულო თავგადასავლებს მოგვითხრობს.
მეორე ფილმია ”ექიმთან” - აქ კლასიკური სასიყვარულო სამკუთხედი ვითარდება: ”ექიმი-პაციენტი-მედდა”. როგორც გამოცემა ” I Sole 24 Ore ” წერს, სურათში ”ცოტა ალერსი და ბევრი მოქმედებაა”. ამავდროულად, ფილმში იგრძნობა, რომ გასული საუკუნის ატმოსფერო მეფობს. მიუხედავად ”დაუჯერებელი აქტიურობისა”, როგორც ამას გაზეთი წერს, სურათი მუნჯი კინოა და მას მხოლოდ ”ვნებიანი სუნთქა” აკლია.
ფილმები მე-20 საუკუნის დასაწყისშია გადაღებული. ექსპერტები ამბობენ, რომ ფილმები უნიკალურია, რადგან ისინი საკმაოდ გულახდილია და წარმოსახვის დაძაბვას ნაკლებად საჭიროებენ.
მომზადებულია euromag.ru-ს მიხედვით.