უიტნი ჰიუსტონმა შვილი სარეაბილიტაციო კლინიკაში გააგზავნა. მომღერალმა ფოტოები ნახა, სადაც თავისი 18 წლის ქალიშვილი ბობი კრისტინა კოკაინს ისუნთქავს.
ოდესღაც თავად უიტნი ჰიუსტონს ჰქონდა ნარკოტიკებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები. მომღერალი დიდი ხნის მანძილზე მკურნალობდა და ცდილობდა ნარკოდამოკიდებულება დაეძლია. როდესაც უიტნიმ თავისი ქალიშვილის, ბობი კრისტინას გარშემო ამტყდარი კოკაინის სკანდალის შესახებ შეიტყო, პანიკაში ჩავარდა.
პრობლემის გადასაწყვეტად მომღერალმა ოჯახური საბჭო მოიწვია. უიტნიმ განაცხადა, რომ არ სურს შვილის დაკარგვა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ გოგონას სარეაბილიტაციო კლინიკაში გააგზავნიან, სადაც სპეციალურ სამკურნალო კურსს გაივლის.
გარდა ამისა, უიტნიმ შვილს ნაჩუქარი ”ლექსუსიც” წაართვა. ამ ნაბიჯით უიტნის სურს, შვილი თავის საქციელზე დააფიქროს.
თავად ბობი კრისტინამ განაცხადა, რომ კოკაინი თავშესაქცევად გასინჯა და ის წამალზე დამოკიდებული არ არის.
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.