ბავშვებმა "აზკაბანის ტყვე" ათწლეულის ფილმად აღიარეს

ბავშვებმა "აზკაბანის ტყვე" ათწლეულის ფილმად აღიარეს

ფილმი "ჰარი პოტერი: აზკაბანის ტყვე" დაჯილდოვების ცერემონია "FirstLight"-ზე ათწლეულის საუკეთესო ფილმად აღიარეს და ჯილდოც გადასცეს.

ხმის მიცემის პროცესში 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ. "ჰარი პოტერის" კონკურენტები იყვნენ: "შრეკი", "ვეშაპის მომთვინიერებელი", "გაიქეცი" და "ზემოთ", მაგრამ ყველაზე მეტი ხმა "აზკაბანის ტყვემ" დააგროვა.

"ჰარი პოტერი: აზკაბანის ტყვე" ჯოან როულინგის მესამე რომანია. წიგნის ეკრანიზაცია 2004 წლიდან დაიწყეს.

ფონდი "FirstLight" ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების მხარდასაჭერად დაარსდა. ის 2001 წლიდან არსებობს.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება