ეგვიპტის მუზეუმებიდან დაკარგული ექსპონატების სია გამოქვეყნდა

ეგვიპტის მუზეუმებიდან დაკარგული ექსპონატების სია გამოქვეყნდა

ეგვიპტის სიძველეების სამინისტრომ იმ ექსპონატების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ეგვიპტეში არეულობის დროს მუზეუმებიდან დაიკარგა. ამის შესახებ Ahram Online იუწყება. ეგვიპტის გენერალური პროკურატურისადმი გაგზავნილ სიაში 81 ექსპონატია მოხსენიებული. დაკარგულ სიძველეებთან დაკავშირებით გამოძიებას ეგვიპტის გენერალური პროკურატურა აწარმოებს.

დაკარგულ ექსპონატთა სიაში მოხვდა ქაიროს მუზეუმიდან და თელ-ელფარაინეს საცავიდან მოპარული ნივთები. ამ საცავში ეგვიპტის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის, ბუტოს გათხრების დროს აღმოჩენილ არტეფაქტებს ინახავდნენ. რამდენიმე დღის წინ საცავში მძარცველები შეიჭრნენ, მათ 27 არტეფაქტის გატანა, მათ შორის 20 ანტიკური ბრინჯაოს მონეტის წაღება მოასწრეს.

გამოქვეყნებულ სიაში ის ექსპონატებიცაა მითითებული, რომლის პოვნაც უკვე მოხერხდა. როგორც Tarek El Awadi-ის მუზეუმის დირექტორმა განაცხადა, მათ გადაწყვიტეს ნაპოვნი ნივთები სიიდან მანამდე არ ამოიღონ, ვიდრე ყველა ნივთს არ იპოვნიან. 

მარტის დასაწყისში ეგვიპტის სიძველეების მინისტრი გადადგა. ეს თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა