ორლანდო ბლუმი - შესანიშნავი ინგლისელი, ოპტიმისტი, ახალგაზრდა მამა, ექსტრიმის მოყვარული და მერილ სტრიპის შემოქმედების დამფასებელია. ორლანდო სულ ცოტა ხნის წინ "Boss Orange"-ის სახე გახდა და რეჟისორ ლენს დელის დრამაში ექიმის როლი შეასრულა.
ბლუმს პირადი ცხოვრების გამომზეურება არ უყვარს, სხვა ყველაფერზე შეგიძლიათ ესაუბროთ:
- საყვარელი როლი თუ გაქვთ?
- როლებში ყოველთვის მიმართლებდა. ალბათ ჩემთვის ყველაზე წარმატებული "ბეჭდების მბრძანებელში" შესრულებული ლეგოლასის როლი იყო, სწორედ ამ როლმა გამისხნა გზა კინოინდუსტრიაში. ვითამაშე მეომარი "ზეციურ სასუფეველში", "ტროაში", "სამში"... "თანაგრძნობა გემრიელისადმი" კი უკვე ოცნების ასრულებას ჰგავდა - მე ხომ როკ-ვარსკვლავი განვასახიერე! მოკლედ, კინოში ყოველთვის "მაგარ" ბიჭებს ვთამაშობ. ახლახან დავასრულე კიდევ ერთ სურათზე "კარგ ექიმზე" მუშაობა, რომელშიც მთავარი როლის გარდა, პროდიუსერის ამპლუაც მოვირგე.
- ექიმი ჰაუსს ხომ არ გავს? ასეთები უკვე ბევრნი არიან.
- გულწრფელად გეტყვით: ჩემი გმირი ცოტა ბოროტია. მოხერხებულიც არის და საზიზღარიც, მოკლედ ცხოველია.
- ოპტიმისტი ხარ?
- კი, თანაც ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის.
- იქნებ სწორედ ამიტომ აგირჩიეს "Boss Orange"-ის სახედ?
- ეტყობა. ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი, რომ რეკლამას პარფიუმერიას გავუკეთებდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი იდეა იყო. ბრენდი, რომლის სახეც ვარ, თავისუფალი სულის, გულადობისა და ოპტიმიზმის სიმბოლოა. სასიამოვნოა, რომ მე ამირჩიეს.
- რეკლამის გადაღებასა და ფილმში მონაწილეობას შორის განსხვავება არის?
- რეჟისორებმა გენიალური სვლა გააკეთეს - რეკლამის სცენარი უბრალოდ არ არსებობდა. სარეკლამო რგოლი ბუნებრივი და სპონტანური ალბათ სწორედ ამიტომ გამოვიდა. არავითარი ნერვიულობა არ გადამიტანია. პირიქით, გადაღებები ხუმრობების ფონზე მიმდინარეობდა, სხვათა შორის, ერთ-ერთ კადრში ჩემი ძაღლიც ჩანს. ორივეს ძალიან მოგვეწონა!
- შეგიძლია ექსტრიმის მიმართ შენი სიყვარული ახნა? ამბობენ ხელ-ფეხი მრავალჯერ მოგიტეხავს...
- კი, ასე იყო. უბრალოდ ადრენალინი მჭირდებოდა. საკუთარ თავს ვცდიდი. ვაღმერთებ, როცა რეალობის საზღვრებს ვგრძნობ. ამის გარეშე ვერ ვიცხოვრებ.
- აგრესიული მძღოლი ხარ?
- მოტოციკლი დამყავს, ამიტომ საჭესთან ზედმეტად თავდაჯერებული ვარ, ეს ალბათ ცუდია.
- მოდი ტექნიკაზე ვისაუბროთ. შენი სახლის სახურავზე მზის ბატარეებია დამონტაჟებული, იცი როგორ მუშაობენ?
- რა თქმა უნდა! მზე მათ ზედაპირზე ანათებს, ისინი სითბოს უკეთებენ აკუმულირებას. ის ელექტროენერგიად გადაიქცევა, რომელსაც შემდგომ სახლში ვიყენებ. მართალია, ბატარეები კონვერტორის გარეშე ვერ მუშაობენ, მაგრამ როგორ ხდება ეს, უკვე აღარ ვიცი.
- შენ ნამდვილი ინგლისელი ხარ. ფეხბურთი გიყვარს?
- კი, მაგრამ მატჩის ყურების შესაძლებლობა იშვიათად მაქვს. ასე რომ ფეხბურთის ფარული გულშემატკივარი ვარ.
- არსებობს ადგილი, სადაც დასვენება ყველაზე მეტად გიყვარს?
- კი, მაგრამ თუ გეტყით, რა ადგილია, იქ დასვენება აღარ მომინდება.
- ის მაინც გვითხარი, მთა გირჩევნია თუ სანაპირო?
- მთა მიყვარს, კიდევ ოკენე და სერფინგი, ან უბრალოდ ზღვაში ცურვა.
- რა განსხვავებაა ინგლისურ და ამერიკულ იუმორს შორის?
- ორივე საკმაოდ სასაცილოა. ბრიტანულში ირონია და შეფარვა უფრო მეტია, ამერიკული იუმორი კი ხალხთან უფრო ახლოს არის. ის ფართო საზოგადოებისთვის გასაგები და მარტივია.
- შენი საყვარელი მსახიობი?
- ქალებიდან - მერილ სტრიპი, ის შეუდარებელია, მამაკაცებიდან კი პოლ ნიუმენი მიყვარს. სამწუხაროა, უდროოდ რომ გარდაიცვალა. ის გასაოცარი თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანი იყო.
- ორლანდო, რა არის შენთვის ბედნიერება?
- საყვარელი ადამიანი, მეგობრები და ჩემი ძაღლი მანიჭებს ბედნიერებას.
- რამის გეშინია?
- კი, მაგრამ როგორც კი ამას ვაცნობიერებ, შიშთან ბრძოლას ვიწყებ.
ცნობისთვის:
ორლანდო შესანიშნავად ფლობს ფრანგულ ენას.;
მისი მეტსახელებია ორლი და ობი;
უყვარს ფოლკი და ბობ დილანის შემოქმედება;
2002 წლიდან ეწეოდა, შემდეგ თავი დაანება, ახლა ფრჩხილებს იკვნეტს;
ერთხელ მესამე სართულიდან გადმოვარდა და უვნებლად გადარჩა;
მას ატყუებდნენ, რომ მისი მამა ნელსონ მანდელას თანამებრძოლი იყო და ადამიანის უფლებებს იცავდა, ბოლოს კი გაარკვია რომ სინამდვილეში მამამისი დედამისის მეგობარი და მისი მეურვე კოლინ სტოუნი იყო;
2010 წელს მოდელზე, მირანდა კერიზე დაქორწინდა;
მომზადებულია cosmo.ru-ს მიხედვით.