დღეს მთელი მსოფლიო პოეზიის დღეს აღნიშნავს. 1999 წელს იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე გადაწყვეტილება მიიღეს, 21 მარტი მსოფლიო პოეზიის დღედ გამოეცხადებინათ.
მსოფლიო პოეზიის პირველი დღე პარიზში აღნიშნეს. სწორედ იქ მდებარეობს იუნესკოს შტაბ-ბინა.
იუნესკოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პოეზიას შეუძლია თანამედროვე ადამიანის ნუგეში და მას საზოგადოების ყურადღების მიქცევა სჭირდება.
მსოფლიოში ყველაზე ძველი ლექსები, რომლებსაც ჰიმნების სახე ჰქონდათ, ჩვენს ერამდე 23-ე საუკუნეში ენ-ჰედუ-ანამ შექმნა, რომლის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის აკადის მეფის - სარგონის ქალიშვილი იყო.
მომზადებულია www.calend.ru-ს მიხედვით.