სილვესტერ სტალონე ტანსაცმლის ხაზს უშვებს

სილვესტერ სტალონე ტანსაცმლის ხაზს უშვებს

მსახიობი სილვესტერ სტალონე  მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის სახელწოდებით "Sly Inc"-ის გამოშვებას აპირებს.

ტანსაცმლისა და აქსესუარების შეძენას მამაკაცები მომავალი წლიდან შეძლებენ. ტანსაცმლის ხაზი 25-დან 40 წლამდე მამაკაცებზე იქნება გათვლილი.

სტალონეს აზრით, ჩაცმულობა წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი თქმით, ის სამოსის შერჩევას საკმაოდ დიდ დროს უთმობს.

საერთოდ, სტალონეს გემოვნებიან მსახიობად მიიჩნევენ. მისი სპონსორის მაიკლ ჰენრის (Michael Henry ) აზრით, ვარსკვლავის ახალი წამოწყება გაამართლებს.

მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება