შოპენის დაკარგული წერილები იპოვეს

შოპენის დაკარგული წერილები იპოვეს

ფედერიკ შოპენის სახელობის მუზეუმში მისი 6 წერილი გამოიფინა, წერილები დაკარგულად მეორე მსოფლიო ომის დროიდან ითვლებოდა. 

წერილები კომპოზიტორმა 1845-1848 წლებში დაწერა. შოპენი მათ პარიზიდან და ნოანიდან წერდა, სწორედ იქ ცხოვრობდა მისი შეყვარებული ჟორჟ სანდი. გზავნილები პოლონურ ენაზეა დაწერილი. შოპენი მათ თავის ოჯახს პოლონეთში უგზავნიდა.  

ბოლოს ეს წერილები ფართო საზოგადოებამ ვარშავაში 1939 წელს იხილა. ამავე წელს პოლონეთში ნაცისტური გერმანიის ჯარი შეიჭრა და მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. შოპენის წერილები და მასთან დაკავშირებული ათეულობით დოკუმენტი დაიკარგა.

2003 წელს მუზეუმის თანამშრომლებმა ინფორმაცია მიიღეს, რომ წერილები არ განადგურებულა და მექსიკაში ინახებოდა. მათ მოძიებაში მუზეუმის თანამშრომლებს წარმოშობით პოლონელი, მექსიკაში მცხოვრები არტ-დილერი დაეხმარა. მანვე შეიძინა შოპენის დაკარგული დოკუმენტებიც. 

წერილებისა და დოკუმენტების ხილვა მსურველებს 2011 წლის 25 აპრილამდე შეეძლებათ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება