ჯესიკა ბილს ახალი რომანი აქვს

ჯესიკა ბილს ახალი რომანი აქვს

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯესიკა ბილმა პოპ-მომღერალ ჯასტინ ტიმბერლეიკთან დაშორებიდან 5 დღის შემდეგ სხვა, ასევე ცნობილი მამაკაცის - მსახიობ ჯერარდ ბატლერის მკლავებში ჰპოვა სიმშვიდე.

ჯესიკასა და ჯერარდს ამჟამად ერთად იღებენ ფილმში "მინდორში თამაში", რომელიც 2012 წელს გამოვა.

პაპარაცებმა წყვილი 15 მარტს გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დაბადების დღეზე შენიშნეს. ჯერარდი ჯესიკას მთელი საღამო გვერდიდან არ მოშორებია, ისინი ხელჩაკიდებულნი დადიოდნენ და ერთამნეთს ეკვროდნენ.

ორი დღის შემდეგ კი მექსიკურ რესტორანში რომანტიკული ვახშამი მოიწყვეს. ამ კვირაში წყვილმა უკვე ორჯერ ივახშმა ერთად.

აღსანიშნავია, რომ თავს მოწყენილად არც ჯასტინ ტიმბერლეიკი გრძნობს - ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ჰოლივუდის მსახიობ მილა კუნისთან აქვს რომანი.

მომზადებულია cosmo.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება