ნატოს ჯარებს ლიბიაში კანადელი გენერალი უხელმძღვანელებს

ნატოს ჯარებს ლიბიაში კანადელი გენერალი უხელმძღვანელებს

ნატოს ჯარებს ლიბიაში კანადელი გენერალ-ლეიტენანტი შარლ ბუშარი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა პიტერ მაკკეიმ განაცხადა.

შარლ ბუშარს ადრე ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ამჟამად ის ნეაპოლში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში (Allied Joint Force Command Naples) მსახურობს.

მოლაპარაკებები ლიბიაში სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელობის ნატოსთვის გადაცემაზე, ჯერჯერობით არ დასრულებულა. ასევე უცნობია, რა ვადით უხელმძღვანელებს ნატო ლიბიაში სამხედრო ოპერაციას.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.  

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა