Fox News - აშშ-მა ლიბიაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

Fox News - აშშ-მა ლიბიაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

აშშ-მა ლიბიაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News იუწყება.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სამხედროები უკვე იქ იმყოფებიან", - განაცხადა გადაცემის წამყვანმა. გადაცემის სტუმრის, აშშ-ის არმიის პოლკოვნიკის დევიდ ხანტის განცხადებით კი, "პენტაგონი ისეთი მასშტაბების ავიადარტყმებს, როგორიც ლიბიაშია, თუკი იქ თავისი ხალხი არ ჰყავს, არ ახორციელებს". მისი მონაცემებით, სამხედროები და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტები, უკვე 12 დღეა ლიბიის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

"მათ წარმატებით იმუშავეს, მაგრამ ამბოხებულებთან კონტაქტი არ ჰქონიათ, რადგან არ იციან, ვისთან დაიჭირონ საქმე", - განაცხადა ხანტმა.

ამასთან ის, რომ პენტაგონი უარყოფს სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, გადაცემის სტუმარს არ გაჰკვირვებია.

"მსგავსი თემების აფიშირება მიღებული პრაქტიკა არ არის", - განაცხადა გადაცემის სტუმარმა.

მიხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ ამერიკა არ აპირებს სამხედროების გამოყენებას ლიბიაში ხელისუფლების შესაცვლელად. ამასთან, სხვადასხვა არაოფიციალური წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ დასავლური კოალიცია სახმელეთო ოპერაციის გეგმებს აქტიურად განიხილვს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა