ლიზ ტეილორმა 600 მლნ-იანი ქონება დატოვა

ლიზ ტეილორმა 600 მლნ-იანი ქონება დატოვა

ლიზ ტეილორის მემკვიდრეობის მიღების მსურველთა წრე დიდია: 4 შვილი, ათი შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი. მათ ბრძოლის მიზეზიც აქვთ. გარდაცვლილი კინოვარსკვლავის მემკვიდრეობაში 70 მლნ დოლარის საიუველირო სამკაულები და ძვირფასი ქვები, ბევერლი-ჰილზში არსებული უძრავი ქონება, ვან გოგის, პიკასოს, მონეს ნახატების კოლექცია და პირადი თვითმფრინავია. მთლიანობაში მსახიობის მემკვიდრეობა 600 მლნ დოლარია.

ელიზაბეტ ტეილორის ქონების გაყოფა მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა ჯერ კიდევ მსახიობის სიცოცხლეში დაიწყეს. თავისი 79 წლიანი ცხოვრების მანძილზე მსახიობი რვაჯერ იყო გათხოვილი. ის გათხოვებას გასულ წელსაც გეგმავდა და 49 წლის ჯეისონ უინტერსზე დაინიშნა კიდეც. უიტერსი ჯანეტ ჯექსონის მენეჯერია. ცხოვრების მთავარ სიყვარულად ტეილორი მსახიობ რიჩარდ ბარტონს მიიჩნევდა. ბარტონს ტეილორი ცოლად ორჯერ გაჰყვა.

ელიზაბეტ ტეილორის ანდერძი ჯერ გახმაურებული არ არის, ამიტომ ვის ერგება ქონების ყველაზე მოზრდილი წილი, ჯერჯერობით უცნობია.  

მომზადებულია glamurchik.tochka.net-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება