ნიუ-იორკში საპროდიუსერო ქსელმა "Comedy Central"-მა კომედიური ჟანრის მსახიობებისა და პროდუქციის დაჯილდოვების ცერემონია ჩაატარა. კომედიური ჟანრის მეფედ ედი მერფი (Eddie Murphy) აღიარეს და ჯილდოც გადასცეს.
ალეკ ბოლდუინი (Alec Baldwin) და კრისტენ ვიგი (Kristen Wiig) "საუკეთესო სატელევიზიო მსახიობებად" დაასახელეს.
კომედიურ სკეტჩებში შესრულებული როლებისთვის ჯილდო პოპულარულ ამერიკელ იუმორისტ-წამყვანს დევიდ ლეტერმანსაც (David Letterman) გადაეცა.
კომედია "სხვა ბიჭები" ("Other guys") მარკ უოლბერგისა (Mark wahlberg) და უილ ფერელის (Will ferrel) მონაწილეობით, წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს.
"სათამაშოების ისტორია 3"-მა ("Toy story 3") საუკეთესო ანიმაციური კომედიისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო.
დაჯილდოვების ცერემონიის ვიდეოვერსიის ხილვა მაყურებელს 10 აპრილს შეეძლება.
მომზადებულია www.popeater.com-ის მიხედვით.