ედვარდ ნორტონი დაინიშნა

ედვარდ ნორტონი დაინიშნა

6 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მსახიობმა ედვარდ ნორტონმა (Edward Norton) შეყვარებულს შაუნა რობერტსონს (Shauna Robertson) ხელი სთხოვა.

41 წლის "მებრძოლთა კლუბის" ვარსკვლავმა შაუნას დაქორწინება ინდოეთში რომანტიკული არდადეგების დროს შესთავაზა. ნორტონის რჩეული ჰოლივუდში საკმაოდ ცნობილი პროდიუსერია.

დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ნორტონის ყოფილმა საცოლემ კორტნი ლავმა (Courtney Love) გაავრცელა.

"ნიუ იორკ პოსტთან" საუბრისას, მან განაცხადა: "ედვარდის ნაბიჯი ნამდვილად დროული იყო, ისინი ხომ 6 წელია ხვდებიან. მას ბავშვები უნდა და როდის, თუ არა ახლა? ის ხომ 41 წლისაა".

ჯერეჯერობით ნორტონს კორტნის ამ განცხადებაზე რეაქცია არ ჰქონია. 

მომზადებულია www.dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება