მადრიდის ფეხბურთის კლუბმა "რეალმა" "სანტიაგო ბერნანდეუს" სტადიონზე მატჩების წინ მომღერალ შაკირას მუსიკალური კომპოზიციების გამოყენება აკრძალა.
აკრძალვის ოფიციალური მიზეზი კლუბს არ დაუსახელებია. თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მომღერალსა და "ბარსელონას" მცველ ჟერარდ პიკეს რომანტიკულ უთიერთობას უკავშირდება. როგორც ცნობილია, "რეალი" და "ბარსელონა" მეტოქეები არიან.
2011 წლის 29 მარტს მომღერალმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პიკეს ხვდება. შესაბამისი განცხადება მომღერლმა Twitter-სა და Facebook-ში გაავრცელა. თუმცა უფრო ადრე შაკირამ აღიარა, რომ მადრიდის "რეალს" გუშემატკივრობს.
ბოლო ალბომი - "Sale el Sol" შაკირამ 2010 წლის ოქტომბერში გამოუშვა. შაკირას სიმღერები ესპანური მუსიკალური ჰიტ-აღლუმების სათავეში აღმოჩნდა.
მომზადებულია Goal-ს მიხედვით.