ავტორი:

"ხვიჩა, თუ შეიძლება, რუსულად მითხრა, როგორი ემოციები გქონდათ..." - რუსი ჟურნალისტის მიმართვა კვარაცხელიას და "კვარას" პასუხი

"ხვიჩა, თუ შეიძლება, რუსულად მითხრა, როგორი ემოციები გქონდათ..." - რუსი ჟურნალისტის მიმართვა კვარაცხელიას და "კვარას" პასუხი

ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ-ჟერმენმა ლონდონის "არსენალი" დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ჩემპიონობა მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიას როლი მოედანზე გარდამტეხი იყო.

  • თავდაპირველად "არსენალი" 1-0-ს იგებდა და პარიზელებს ლონდონელების დაცვის გარღვევა უჭირდათ, თუმცა მეორე ტაიმში, ხვიჩამ ინდივიდუალური ოსტატობის შედეგად, 11-მეტრიანი გამოიმუშავა, უსმან დემბელემ კი პენალტი ზუსტად შეასრულა. ანგარიში გათანაბრდა და საბოლოოდ, საქმე 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვება პსჟ-მ მოიპოვა.

მატჩის ბოლოს, როცა ხვიჩა კვარაცხელია ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, მას რუსმა ჟურნალისტმა მიმართა და სთხოვა, რომ ემოციები რუსულ ენაზე გაეზიარებინა.

"ხვიჩა, თუ შეიძლება, რუსულად მითხრა, როგორი ემოციები გქონდათ..." - მიმართა კვარას ჟურნალისტმა, რაზეც კვარაცხელიას პასუხი ასეთი იყო:

"არა, ვერ ვიტყვი, ბოდიში".