ფილმ "ტიტანიკში" გამოყენებული სურათი, რომელზეც შიშველი ქეით უინსლეტია (Kate Winslet) გამოსახული, 10 000 ათას ევროდ "Premiere Props"-ის ე.წ. რეკვიზიტების აუქციონზე გაიყიდება. ეს ჩანახატი სპეციალურად "ტიტანიკისთვის" 1997 წელს, სურათის რეჟისორმა და მხატვარმა ჯეიმს ქემერონმა შექმნა.
ჩანახატი "ტიტანიკის" ერთ-ერთ რომანტიკულ სცენაშია გამოყენებული, როდესაც მთავარი გმირი ჯეკ დოუსონი (ლეონარდო დი კაპრიო) როუზის პორტრეტს ხატავს. როუზს ამ სცენაში "ოკეანის გულად" წოდებული გულის ფორმის ბრილიანტის ყელსაბამი უკეთია.
აუქციონის პრესმდივნის თქმით, ეს აუქციონის ისტორიაში ერთ-ერთი შესანიშნავი რეკვიზიტია, "ტიტანიკი" კი ფულადი მოგების მხრივ, ყველა დროის რეკორდსმენია.
მომზადებულია www.telegraph.co.uk-ის მიხედვით.