ჰაიტის საპრეზიდენტო არჩევნებში მუსიკოსმა, მეტსახელად "ტკბილმა მიკიმ” გაიმარჯვა

ჰაიტის საპრეზიდენტო არჩევნებში მუსიკოსმა, მეტსახელად "ტკბილმა მიკიმ” გაიმარჯვა

ჰაიტიზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი მონაცემებით, გამარჯვება მუსიკოსმა მიშელ მარტეიმ, მეტსახელად "ტკბილმა მიკიმ" მოიპოვა. 

მარტეის კონკურენტი ყოფილი სენატორი და ექს-პრეზიდენტ ლესლი მანიგის მეუღლე მირლანდ მანიგა იყო. მუსიკოსმა ამომრჩეველთა ხმების 67,57% მიიღო, მისმა მოწინააღმდეგემ კი - 31,74%.

არჩევნების საბოლოო შედეგები 16 აპრილის შემდეგ გახდება ცნობილი. 14 მაისს ახალი პრეზიდენტი ფიცს დადებს და პრეზიდენტის თანამდებობაზე სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურს რენე პრევალს 5 წლიანი ვადით შეცვლის.

ჰაიტიზე 2010 წლის იანვარში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, აღდგენითი სამუშაოები დღემდე გრძელდება. მიწისძვრის შედეგად, 200 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ჰაიტის ნახევარი მლნ მკვიდრი კი უსახლკაროდ დარჩა.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა