კონსტანტინე ზატულინს თანამდებობა დაატოვებინეს

კონსტანტინე ზატულინს თანამდებობა დაატოვებინეს

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ფრაქცია "ედინაია რასიას" დეპუტატი კონსტანტინე ზატულინი დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება სახელმწიფო სათათბირომ გუშინ მიიღო. ზატულინს "ედინაია რასიას" დეპუტატი ალექსანდრე კოზლოვსკი შეცვლის, რომელსაც მანამდე საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის მოადგილის თანამდებობა ეკავა. დეპუტატები მომხდარს "ჩვეულებრივ საკადრო როტაციად" მიიჩნევენ.

კონსტანტინე ზატულინმა კი, განაცხადა, რომ თანამდებობას არ ეპოტინება, კომიტეტში დარჩება და იმავე პრობლემებზე იმუშავებს, რაზეც აქამდე მუშაობდა, ანუ - პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებ თანამემამულეთა ინსტერესებს დაიცავს.

ზატულინი მომხდარს იმას უკავშირებს, რომ ღიად უჭერდა მხარს პრემიერ-მინისტრ პუტინს, ხოლო ფრაქციაში მედვედევისა და პუტინის მხარდამჭერებს შორის გარკვეული დაპირისპირებაა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა