გაერო-ს ყველა შენობაზე დროშები დაშვებულია

გაერო-ს ყველა შენობაზე დროშები დაშვებულია

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბენ კი მუნმა კონგოში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში გაერო-ს სახლიდან აცნობეს, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში, კინშასაში, 4 აპრილს თვითმფრინავის ავიაკატასროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისთვის, რომელთა შორის ოთხი საქართველოს მოქალაქეა, სამძიმრის წერილი გაავრცელა.

ამასთან, დღესვე ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. ასევე, მთელ მსოფლიოში, გაერო-ს ყველა დაწესებულებაზე აღმართული დროშები, მათ შორის საქართველოში, დღეს დილიდან დაეშვა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა