პოლონეთში "ტუ-154"-ის ნარჩენებისგან ლეხ კაჩინსკის მემორიალს აღმართავენ

პოლონეთში "ტუ-154"-ის ნარჩენებისგან ლეხ კაჩინსკის მემორიალს აღმართავენ

პოლონური თვითმფრინავის "ტუ-154"-ის ნარჩენებისგან ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის და სმოლენსკის ტრაგედიის სხვა მსხვერპლებს მონუმენტს დაუდგამენ. განცხადება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა გააკეთა და განმარტა, რომ ეს მოქმედი პრეზიდენტის ბრონისლავ კომოროვსკის სურვილია.

"პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სმოლენსკში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნარჩენები პოლონეთში ჩამოტანის შემდეგ, ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ძეგლის ძირითადი ელემენტი უნდა გახდეს", - განაცხადა ტუსკმა.

ამ დროისთვის თვითმფრინავის კორპუსის ფრაგმენტები ჯერ კიდევ რუსეთშია. რუსული მხარე აცხადებს, რომ პოლონეთს ნარჩენებს მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გადასცემს. დონალდ ტუსკმა კი დღევანდელი გამოსვლისას გაუსვა ხაზი, რომ პოლონეთს სურს, რაც შეიძლება სწრაფად დაიბრუნოს ნარჩენები.

პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი სმოლენსკში 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა. მასთან ერთად თვითმფრინავში იმყოფებოდა მეუღლე მარია კაჩინსკაც. სულ კი ავიაკატასტროფას 96 ადამიანი ემსხვერპლა.

საერთაშორისო საავიაციო კომიტეტმა 2011 წლის იანვარში გამოაქვეყნა კატასტროფის ტექნიკური გამოძიების შედეგები. მომხდარის მიზეზად ეკიპაჟის გადაწყვეტილება დასახელდა, თვითმფრინავი სათადარიგო აეროპორტში არ დაეშვათ.

მომხდარის გამოძიებას რუსეთის ფედერაციაც აწარმოებს. ოფიციალური ვარშავა კი მომხდარს დამოუკიდებლად იძიებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა